საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომენტარი „პირველ არხთან“ გააკეთა.
„სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“ - აცხადებენ უწყებაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.