„კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მტრული აქტი, რომელიც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული, პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ დიფ სთეითთან ბრძოლაში და თუკი ის მოახერხებს და შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება“, - განაცხადა კახი კალაძემ.