თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდება | იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუწყდება | იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

გუშინ, 23:39 - 2025
83
       

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
 
ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
 
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
 
კრწანისის რაიონი
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის, იონა ვაკელის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები