მოსკოვში განგაში გამოცხადდა | შეწყვეტილია ყველა ავიარეისი

მოსკოვში განგაში გამოცხადდა | შეწყვეტილია ყველა ავიარეისი

დღეს, 20:24 - 2025
207
       

რუსეთის აეროპორტებში თვითმფრინავების მიღება-გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას „როსავიაციის“ პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.
 
მიზეზად სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.  არსებული ინფორმაციით, რუსეთზე დრონებით შეტევა ხორციელდება.  მოსკოვის თავზე 19 დრონი ჩამოაგდეს.
 
შეზღუდვები მოქმედებს ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, ტამბოვის, იაროსლავის, ჟუკოვსკის, ვნუკოვოსა და დომოდედოვოს ტერიტორიაზე.
 
„დოჟდი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი რომელიც თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა, სარატოვში გადამისამართდა.
 
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქში, კუბინკას აეროდრომთან ახლოს, ცაში აფეთქებების ხმა ისმოდა.
 
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „ხალიჩის“ გეგმა მეორედ ამოქმედდა.  სიგნალ „ხალიჩას“ საჰაერო თავდაცვის ორგანოები იყენებენ მაშინ, როდესაც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩნდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები