გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

დღეს, 19:30 - 2025
75
       

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
 
გერმანიის პარლამენტმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი კანცლერად ხმის მიცემის მეორე ტურის შედეგად აირჩია.
 
მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.
 
შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის პირველ ტურში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები