ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
ახლად დანიშნულ რწმუნებულებს კობახიძე დღეს „ოცნების“ რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა.