ვის შეეხება „MEGOBARI აქტის“ სანქციები?! | იხილეთ ვრცლად

ვის შეეხება „MEGOBARI აქტის“ სანქციები?! | იხილეთ ვრცლად

დღეს, 05:58 - 2025
143
       

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი, რომელსაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა
 
დოკუმენტში წერია, რომ „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან.

სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
 

  • 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი;
  • მოქმედ მაღალჩინოსნებს;
  • მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;
  • ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა.

ცნობისთვის, „MEGOBARI აქტი“ კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან - სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები