სუმის ოლქის ორ ქალაქში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს

სუმის ოლქის ორ ქალაქში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს

დღეს, 00:20 - 2025
109
       

სუმის ოლქში მდებარე ორი ქალაქის – ბელოპოლიესა და ბოროჟბას მოსახლეობას, სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
 
განცხადება სოციალურ ქსელში სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ მელნიკმა გამოაქვეყნა.
 

„გთხოვთ ქალაქ ბელოპოლიესა და ქალაქ ბოროჟბის მოსახლეობას, სასწრაფოდ გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას! საევაკუაციო ავტობუსები ყოველდღე, დილის 8:00-დან გაემგზავრებიან“, - წერს მელნიკი.

 
მელნიკს განცხადებაში არ დაუზუსტებია, თუ რა არის ევაკუაციის საფუძველი. ორივე ქალაქი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
 
სუმის ოლქი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას რეგულარულად იბომბება. სიტუაცია 2024 წლის აგვისტოდან გაუარესდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
 
2025 წლის მარტში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება, ერთ-ერთი სამიზნედ ზელენსკიმ სუმის ოლქი დაასახელა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები