„ოცნება“ ზეგ ყრილობას ჩაატარებს. ეს არ არის შემთხვევითი. ეს მათთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი უნდა იყოს, რაც ჩემთვის სიგნალია, რომ ისინი შემოდგომას, ან გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობენ“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა „ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უპასუხა, რომ ამის შესახებ კოალიციის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც „ეს ყველაზე სწორი და დროული იქნება“.
„ჩვენ ახალი არჩევნებისთვის ვემზადებით. „ქართული ოცნება“ ზეგ ჩაატარებს ყრილობას. ეს არ არის შემთხვევითი. არ შეუძლიათ, რომ ჰყავდეთ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი? რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ ყრილობას. ეს უნდა იყოს მათთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი, რაც ჩემთვის არის სიგნალი, რომ ისინი ფიქრობენ, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ახალი არჩევნები ჩაატარონ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ ყველაზე მთავარი თამაშისთვის, რაც ახალი არჩევნები იქნება. თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციური გადაწყვეტილება მაშინ უნდა გამოცხადდეს, როდესაც ეს იქნება ყველაზე სწორი, დროული და მოწინააღმდეგეს არ მისცემს საშუალებას, რომ განსაკუთრებულად კარგად მოემზადოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ფოტო: „ნეთგაზეთი“