ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქი, ჰოდეიდა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელმა იემენზე სარაკეტო იერიშები ვაშინგტონთან კოორდინაციით განახორციელა.
ცნობისთვის, გუშინ „ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.