„ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია ინტენსიური იქნება“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობის გადაადგილება მოხდება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ახალი სამხედრო ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა.
ცნობისთვის, Associated Press-ის ინფორმაციით, დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გეგმა დაამტკიცა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობასა და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს.