რა დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტი | „ვივა მედის“ მიერ გაცემული ცნობა

რა დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტი | „ვივა მედის“ მიერ გაცემული ცნობა

დღეს, 17:11 - 2025
147
       

ისებ გორგაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით და უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. „ვივა მედმა“ პაციენტის შესახებ ჯანმრთელობის ცნობა 23 იანვას გასცა, რომელსაც „მთავარი არხი“ ასაჯაროვებს.
 
მასში ჩამოთვლილია დაზიანებები, რომელიც კლინიკაში შეყვანისას 46 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა:
 
S06.0 – ტვინის შერყევა
S06.5 – ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
S05.8 – თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
S02.0 – თავის ქალას მოტეხილობა
S02.5 – სახის ძვლების მოტეხილობა
S02.9 – თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
S09.9 – თავის დაზიანება
T81.0 – სისხლდენა ან ჰემატომა
T81.8 – სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
 R40.0 – კომა
 K72.9 – ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებელი
 D50.9 – რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებელი
 E87.6 – ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
 R57.0 – კარდიოგენული შოკი
 J93.9 – პნევმოთორაქსი, დაუზუსტებელი
 B96.1 – ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
 I95.3 – ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
 G93.1 – ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
 Z93.6 – ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)


ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე პენიტენციური დაწესებულების ექიმმა უგონო მდგომარეობაში იატაკზე ნახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ფოტო: „მთავარი არხი“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები