პატიმარს, რომელიც გარდაიცვალა, სახისა და თავის არეში 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა

პატიმარს, რომელიც გარდაიცვალა, სახისა და თავის არეში 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა

დღეს, 17:00 - 2025
124
       

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი ეჭვობს, რომ 46 წლის იოსებ გორგაძე ციხის თანამშრომლებმა სცემეს.
 
მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მტკიცება, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა.  
 

„გამოძიება მიმდინარებს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი. არც ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. თქვენ იცით, რომ მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. მასში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელი“, - ამბობს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები