„ვივა მედში“ გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

„ვივა მედში“ გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა

დღეს, 16:55 - 2025
76
       

ნაცემი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
 
IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივა მედში“ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს დაიღუპა.
 
ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები