თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კაცი ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.