რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს

5-05-2025, 01:16 - 2025
434
       

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები.
 
ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
 
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები.
 
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები