უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

დღეს, 01:07 - 2025
97
       

უკრაინ­ის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
 
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
„დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
 
გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
 
მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა, კონტროლი განახორციელოს პოკროვსკის მიმართულებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები