სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს

დღეს, 00:49 - 2025
100
       

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას.
 
რობერტ ფიცო ამბობს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავა.
 

„ეს უპრეცედენტოა. მე ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოა. მე უარვყოფ ასეთ მუქარას. ზელენსკი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უცხოური დელეგაციები არ ჩავლენ მოსკოვში. მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის საქმეა“, - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

ამ დრომდე უცნობია, ჩავა თუ არა მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელსაც აშშ-ში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სამშობლოში დაბრუნდა. ვუჩიჩი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა მისი კარდიოლოგი ამბობს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდეს.
 
უკვე დადასტურებულადაა ცნობილი, რომ მიწვევის მიუხედავად რუსეთის დედაქალაქში არ ჩავა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. მიზეზად პაკისტანთან არსებული დაძაბული ვითარება და ომის საფრთხე სახელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები