მოსკოვში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. შედეგად, ჩამოინგრა შენობის სახურავი და რამდენიმე სართული, შემთხვევის ადგილას რვა ადამიანია ჩარჩენილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ წუთებში ხანძარი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ორ ბინაშია.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.