მედვედევი: 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს

მედვედევი: 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს

გუშინ, 17:28 - 2025
324
       

„ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“.
 

„მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვინ ეძებს მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

 
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება“.
 
„მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვუთხრათ: ჩვენ არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები