სოჭსა და დროებით ოკუპირებულ სოხუმს შორის დღეიდან ბრენდირებული მატარებელი იმოძრავებს, რომელსაც „დიოსკურია“ დაარქვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზეა მითითებული. „დიოსკურიას“ პირველი პირველ მაისს შესრულდა.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, სოჭის იმერეტინსკის კურორტიდან სოხუმამდე მატარებელი აბაატას, გაგრიფშის, გაგრის, ბზიფტას, გუდაუთის, ფსირცხას და ახალი ათონის სადგურებში გაჩერდება.