სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის ნინო წილოსანის პოსტზე გაამახვილა ყურადღება.
ნინო წილოსანმა Facebook-ზე გააზიარა ონისე ცხადაძის ძმის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ონისემ საკანში ტელევიზორი იყიდა. პოსტში ნინო წილოსანი „ქართულ ოცნებას“ აქებს.
სწორედ ამ პოსტის შემდეგ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძემ ნინო წილოსანს მიმართა:
„ნინო წილოსანს გაუზიარებია Facebook-ზე ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია ციხეში, ტელევიზორი მქონია. ცალსახად კარგია ის, რაც ადრე ხდებოდა, ის რომ არ ხდება ახლაც, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემთვის ციხე კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ იგივე სიტუაციას - 4-დან 6 წლამდე. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ, ქალბატონო ნინო“, - თქვა მან.