კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, ემიგრანტები მაქსიმალურად დავაბრუნოთ

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, ემიგრანტები მაქსიმალურად დავაბრუნოთ

გუშინ, 14:49 - 2025
356
       

„მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს, 2024 წელს, ჩვენ დადებითი მიგრაციული სალდო გვქონდა. ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც ქვეყანაში დადებითი მიგრაციული სალდო გვაქვს. დაახლოებით, 850 ადამიანით მეტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ემიგრანტები მაქსიმალურად დავაბრუნოთ და ბუნებრივია, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორიც არის შობადობის მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ, სამწუხაროდ, არასახარბიელო ვითარება გვაქვს და ამ საკითხზეც აქტიურად სამუშაოა“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები