ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) „საქართველოს სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით“ 51 წლის კაცი დააკავა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ დაკავებული ჯავის რაიონის მკვიდრია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
„როგორც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი, იგი ინარჩუნებდა სტაბილურ კონტაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებსაც გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში (უკრაინაში) გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ“, - ამბობენ КГБ-ში.