წილოსანი: როცა ხალხს სძინავს, სუს-ი ვალდებულია, მათ მშვიდ ძილზე იზრუნოს

წილოსანი: როცა ხალხს სძინავს, სუს-ი ვალდებულია, მათ მშვიდ ძილზე იზრუნოს

30-04-2025, 11:43 - 2025
426
       

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონსპირაციებზე ისაუბრა.
 
მან გაიმეორა სუს-ის მტკიცება, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „განსაკუთრებით რეალური იყო გადატრიალების მცდელობა“.
 

„რაღაც პატარა ანალიზივით რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვხედავდით, რომ სახეზე იყო უცხოური დაფინანსება, რომელსაც თავადაც არ უარყოფდნენ. სახეზე იყო უცხოეთიდან წამოსული განცხადებები და უხეში ჩარევის მცდელობები. ვხედავდით, რომ უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციებში და გამოირჩეოდნენ, მათ შორის რადიკალიზმით და მათ შორის არაერთი იქნა დაკავებული და აღმოჩენილი. ჩვენ ვხედავდით, რომ უცხოური ორგანიზაციები მათი ადგილობრივი საცეცებით მუშაობდნენ, თითქოს NGO სახელწოდებით და ვხედავდით, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ისეთი რეალური, როგორიც არასდროს, იმიტომ რომ არაერთი ასეთი მცდელობა გვინახავს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ბოლო ძალების მოკრება. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ჩარევა და მეტი უხეში ზემოქმედება, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით, ვიდრე ეს ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. და ჩვენ ვხედავდით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად ართმევდა ამ ყველაფერს თავს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანიშნულებაც ის არის, როდესაც ხალხს სძინავს, სწორედ ეს მშვიდი ძილი უზრუნველყოს მათ და ფაქტია, რომ მათ შეძლეს ბევრი რისკის აღმოჩენა და პრევენცია“, - ამბობს ნინო წილოსანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები