პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს.
შესაბამისი განცხადება პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარიმ ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.
„პაკისტანს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს, ფაჰალგამის ინციდენტთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და გამოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით“, - თქვა თარარმა.
თარარმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთის სამხედრო მოქმედებებს პასუხს გასცემს და რეგიონში დაწყებულ „ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ ინდოეთი იქნება“.