მუსელიანი: 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი ტერიტორია, ახლო კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა

მუსელიანი: 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი ტერიტორია, ახლო კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა

30-04-2025, 11:13 - 2025
368
       

სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განაცხადებით, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით, 15 000 კვადრატზე არის დამწვარი.
 
მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობაში, დაახლოებით, 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა იყო ჩართული.
 

„112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება... 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები“, - თქვა მუსელიანმა.

 
როგორც მუსელიანმა აღნიშნა, ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია მოხდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები