თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება | იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება | იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

29-04-2025, 23:30 - 2025
510
       

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება - 1 მაისის 00:30 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე.

GWP მიზეზად ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ასახელებს.
 
წყალმომარაგება შეუწყდება:
 
ჩუღურეთის რაიონი - წინამძღვრიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, დოდო აბაშიძის, რომის, კიევის, ტოლსტოის, გოგიბერიძის, ტყვიავის ქუჩებს, ზაქარია ქურდიანის ქუჩას, I, II და III ჩიხს, ჩიქობავას, გორკის, თოიძის, უზნაძის ქუჩების ნაწილს, ციმაკურიძის, ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის, ელენე ახვლედიანის კოლაუ ნადირაძის და მიმდებარე ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს.
 
მთაწმინდის რაიონი - ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ხიდის, იტალიას, ვლადიმერ ვეკუას, ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს, გიორგი ათონელის ქუჩა N1-29, N 2-20, ფურცელაძის ქუჩა N26-36, N23-31.
 
კრწანისის რაიონი - მტკვრის, გოგჩის, ნიკო სულხანიშვილის, ბარათაშვილის N2-14, N1-21, დაჩი უჯარმელის, იოანე შავთელის, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, კახი კავსაძის, იეთიმ გურჯის და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის ქუჩა N25-55, N16-44, ერეკლე II-ს მოედანს და მიმდებარე ქუჩებს. ანტონ კათალიკოსის ქუჩა N26-36, N15-19, ტყავის I და II ჩიხს, სიონის, შარდენის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, დიდი ხეივნის, ბადაგის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები