ინდოეთი ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს

ინდოეთი ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს

29-04-2025, 22:19 - 2025
445
       

ინდური გამოცემა New Delhi საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთი ბოლოდროინდელი ტერაქტის ფონზე ქაშმირში ოთხ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას ატარებს, მათ შორის ორი აქამდე დაწყებული ოპერაციების გაგრძელებაა, დანარჩენი ორი კი სამხრეთ ქაშმირში მიმდინარეობს.
 
ამის შესახებ New Delhi თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს.
 
გამოცემის წყაროების თანახმად, ერთობლივ ოპერაციაში ინდოეთის არმიის ერთეულები და ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის პოლიცია მონაწილეობს, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ ქაშმირის ტერიტორიას ეთმობა.
 
New Delhi წერს, რომ საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე დაახლოებით 50 საჯარო პარკი დაიხურა.
 
ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა ქაშმირში ტურისტული ადგილების უმეტესობა დახურა.
 
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერორისტული აქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა მინიმუმ 10 ადამიანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები