პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

29-04-2025, 13:50 - 2025
487
       

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
 
ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.
 

„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ“, - წერს ჟორჟოლიანი.
 
ჟორჟოლიანი ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. მას ასევე პირდაპირი ეთერის გაგრძელების საშუალებაც არ მისცეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები