პრეზიდენტის ადმინისტრაცია თაიგულების შესაძენად ბიუჯეტიდან 58 825 ლარი დახარჯავს.
შესაბამისი შესყიდვის შესახებ დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნდა და წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდა.
ტენდერში სულ ორი სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე - სვეტა საჯაია გამოცხადდა. ხელშეკრულება ძალაში 14 მარტიდან შევიდა და 2026 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
თაიგულები სხვადასხვა სახისაა, მისართმევი თაიგულები , სარიტუალო გვირგვინები, სადღესასწაულო გვირგვინები, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ და ა.შ.
ფოტო: „მთავარი არხი“