28 აპრილს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 166 დრონიდან განადგურებულია 40. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 74 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკის, სუმისა და ჩერკესის ოლქები.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს.
ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.