9 მაისის აღსანიშნავად, პუტინი დროებით ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს

9 მაისის აღსანიშნავად, პუტინი დროებით ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს

28-04-2025, 15:59 - 2025
373
       

8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
 
რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ მიიღო:
 

„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში - 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე - რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები