ფილიპინები ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთი სადაო კუნძული, სენდი ქი, დაიკავა.
ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონათან მალაიას თქმით, ამჟამად, კუნძულზე ჩინეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები არ იმყოფებიან და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „უპასუხისმგებლოს“ უწოდა.
ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა, ჯეი ტარიელამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, 27 აპრილს, სენდის ქის ტერიტორიაზე „რუტინული და კანონიერ საფუძველზე განხორციელებული საზღვაო ობიექტის დაზვერვისა და იურისდიქციის აღსრულების ოპერაცია ჩაატარეს“.
მან აღნიშნა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას ამ რაიონში სულ მცირე შვიდი ჩინური გემი იმყოფებოდა. ასევე, ტარიელამ გაავრცელა ფოტოები, სადაც კუნძულზე, ჩინელი სანაპიროს დაცვის წევრების მსგავსად, ფილიპინელებიც საკუთარ დროშას შლიან.