„მთავარი არხის“ მაუწყებლობა ვეღარ აღდგება | განცხადება

„მთავარი არხის“ მაუწყებლობა ვეღარ აღდგება | განცხადება

28-04-2025, 14:53 - 2025
686
       

დღეს, 28 აპრილს „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან შეტყობინება მიიღეს.
 
მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდებოდა.
 
ჟურნალისტების ნაწილი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
 

„ეს დღეც დადგა... ხუთწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია. იძულებით ვტოვებ სახლს, რომლის წევრიც შექმნის პირველი დღიდან ვიყავი. დღეს ერთი მძიმე ეტაპი დასრულდა“, - წერს ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძემ.



„რუსთავი-2 დან“ წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი... თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა, რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის“, - წერს ჟურნალისტი თათია წოწონავა.



„მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით 15 თებერვლის შემდეგ მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები; გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გაჩერდა. მოგვიანებით შეწყდა მაუწყებლობა იმ მაყურებლისთვის, ვინც ე.წ. სახლის ანტენას იყენებდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები