რუსეთი 9 მაისს „სამხედრო აღლუმზე“ დამსწრე სახელმწიფოთა ლიდერების სიას ავრცელებს, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
აღლუმს ასევე დაესწრებიან: ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ასევე უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, კუბის, ვენესუელას, ვიეტნამისა და ბრაზილიის ლიდერები.