დღეს აჭარა და გურია ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა | რა გახდა ამის მიზეზი?!

დღეს აჭარა და გურია ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა | რა გახდა ამის მიზეზი?!

24-04-2025, 17:42 - 2025
1 189
       

დღეს აჭარისა და გურიის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი 2“.  შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები