აზიისა და აფრიკის 17 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უვიზოდ შემოვა

აზიისა და აფრიკის 17 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უვიზოდ შემოვა

24-04-2025, 17:27 - 2025
912
       

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა  კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა.

17 აპრილის მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

ეს ქვეყნებია:

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
განის რესპუბლიკა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
ერიტრეას სახელმწიფო
იემენის რესპუბლიკა
კამერუნის რესპუბლიკა
კოტ-დ\ივუარის რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მაროკოს სამეფო
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
სირიის არაბთა რესპუბლიკა
სუდანის რესპუბლიკა
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
უგანდის რესპუბლიკა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები