ეუთო-ს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების ნაწილს ხვდება

ეუთო-ს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების ნაწილს ხვდება

24-04-2025, 13:13 - 2025
788
       

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდან სინირლიოღლუს ხვდება.
 
შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
 
მანამდე, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამაც.
 
შეგახსენებთ, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა: „ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს... ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები