ღამით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა | არიან დაღუპულები

ღამით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა | არიან დაღუპულები

24-04-2025, 12:33 - 2025
756
       

რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია  - დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი, ხოლო 70 დაშავდა, რომელთა შორის 6 ბავშვია.
 
ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ - შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
 
თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკოვზე განხორციელდა. ხარკოვის შემთხვევაში 2 დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები