„ცეცხლი გახსნეს“ | აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა

„ცეცხლი გახსნეს“ | აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა

24-04-2025, 00:35 - 2025
990
       

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიკის პროვინციის სოფელი ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უწყების ცნობით სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
 

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს გამოიძიოს ხოზნავარში საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტი და გააკეთოს საჯარო განმარტებები“, - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 
ამასთან, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერის აპარატმა წამოაყენა წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებს და/ან მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
 
„თუმცა, აზერბაიჯანს ამ წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები