24 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, სოფ.ფონიჭალა, იეთიმ გურჯის ქ. N2-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯივიპის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 აპრილს 10:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
სოფ ფონიჭალაში: იეთიმ გურჯის, ჭავჭავაძის, აჭარის, ცურტაველის, თავისუფლების, გამსახურდიას და მტკვრის ქუჩებს ჩიხებით, მირზა ფათალის, იმერეთის, გურამიშვილის, ქელასურის, ფსოუს, ბზიფის და ბედიას ქუჩებს.