თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი ორ უცხოელ დაზვერვის სააგენტოზე დაყრდნობით, ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდირების საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ამსტერდამი აღნიშნავს, რომ მისი კლიენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ პირები, რომლებიც ამ სავარაუდო გეგმის უკან დგანან.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო ნებისმიერი დონის ძალადობას მიმართავს – კერძოდ, ყველა სანდო პოლიტიკური ოპონენტისა და რეჟიმის კრიტიკოსის გასანეიტრალებლად“, - წერს ამსტერდამი.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო მკვლელობის გეგმა „გარე ძალების ნამოქმედარი იყოს, რომლებიც საქართველოში ისედაც არამდგრადი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ“.