პუტინისტური მოძრაობა „ალტინფოს“ პარტია საჯარო რეესტრმა „კონსერვატორები საქართველოსთვის“ სახელით დაარეგისტრირა - გადაწყვეტილება რეესტრმა 22 აპრილს მიიღო.
იქამდე რეესტრმა მოძრაობა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია ორჯერ შეუჩერა. რეესტრმა პარტიას „კონსერვატორები საქართველოსთვის“ რეგისტრაციის მიზნით შეტანილი დოკუმენტები 8 აპრილს დაუხარვეზა - გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზეც.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის „ალტ-ინფოს“ პარტია (იმდროინდელი დასახელებით) „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გასული წლის 8 აპრილს გააუქმა.
იმ დროს „ალტ-ინფო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.