რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„2 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე“, - წერს ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ორთოიძეა, რომელიც: „პოლიციელებს ეუბნებოდა, ქრისტე აღსდგაო და დააკავეს“.
„დააკავეს გიორგი ორთოიძე!!!!“,- დაწერა ჯგუფში „დაიტოვე“ თაკო ნიგურიანმა.
„პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი“, - დაწერა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ელენე ქაიხოსროშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მეორე დაკავებულია გიორგი სამხარაძე. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.