აღდგომის ღამეს უკრაინის ცაზე განგაშია გამოცხადებული | დაიბომბა ხერსონი

აღდგომის ღამეს უკრაინის ცაზე განგაშია გამოცხადებული | დაიბომბა ხერსონი

20-04-2025, 00:19 - 2025
786
       

ცოტახნისწინ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქს რუსული დრონები დაესხნენ თავს.
 
გუშინ, 19 აპრილს, ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა და ბრძანა, რომ უკრაინის წინააღმდეგ 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე ცეცხლი შეწყვეტილიყო.
 
„18:00 საათისკენ - მტრის 8 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ხერსონის დნეპრის უბანში მაღალსართულიანი კორპუსის 7 ბინაში ხანძარი გაჩნდა.
 
19:05 - უროჟანიეში რუსული დრონი აფეთქდა მოქალაქის მანქანაში. ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი დრონი დაესხა თავს დასახლებას.
 
19:12 - მტრის უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სტანისლავს.
 
სამწუხაროდ, სიმშვიდეს ვერ ვხედავთ. იერიშები გრძელდება და მშვიდობიანი მცხოვრებლები თავდასხმის ქვეშ კვლავ არიან.
 
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. და ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს ჩვენი თავების დაყენებას საფრთხის წინაშე. მოდით, ფხიზლად ვიყოთ!“, - წერს პროკუდინი ტელეგრამზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები