მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულს ქაშვეთის ტაძართან შეხვდა

მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულს ქაშვეთის ტაძართან შეხვდა

20-04-2025, 00:10 - 2025
720
       

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ.
 
ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს დიდი ზომის დროშა გაშალეს.
 
 
აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცის დადეს, ასევე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და ციხიდან ზვიად ცეცხლაძის გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს.
 
აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, მათი თანხლებით იარეს მსვლელობით ჯერ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან ქაშვეთის ტაძრამდე.
 
აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტებიც შეუერთდნენ.
 
დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები