პრეზიდენტი: ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს

პრეზიდენტი: ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს

20-04-2025, 00:03 - 2025
1 379
       

„ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს“, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.
 
მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის საფრთხე ჯერ არ დგას, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდება, პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ „ოცნება“:
 

„ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების, ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე.

 
ის რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების აქციას შეუერთდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები