რუსული ტყვეობიდან უკრაინამ 277 ჯარისკაცი გაათავისუფლა.
პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლისა და დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებს.
„მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ხალხის ეს დაბრუნება შესაძლებელი გახადა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობისთვის. საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსული ტყვეობიდან სამშობლოში 4,552 ადამიანი - ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე - დააბრუნეს. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ტყვეობაშია. ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იქ იყოს. ყველა უნდა დავაბრუნოთ“, - წერს ზელენსკი.