თურქეთის ცენტრალური ბანკის (CBRT) რეზერვები, გასულ კვირასთან შედარებით, 6.773 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და ბოლო 9 თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ინფორმაციას თურქული გამოცემა Ekonomist-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, 4 აპრილს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში უცხოური გაცვლითი რეზერვების ოდენობა 77.838 მლრდ დოლარს შეადგენდა, გასულ კვირაში კი 9.831 მლრდ-ით შემცირდა და, 11 აპრილის მონაცემებით, 68.07 მლრდ დოლარია.
რაც შეეხება ოქროს, 4-11 აპრილის ინტერვალში, მისი რეზერვები 3.06 მლრდ დოლარით გაიზარდა და 79.482 მლრდ-ს შეადგენს.
11 აპრილისთვის, თურქეთის ცენტრალური ბანკის საერთო რეზერვები ერთ კვირაში 154.261 მლრდ აშშ დოლარიდან 147.488 მლრდ აშშ დოლარამდეა შემცირებული, რაც 2024 წლის 28 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - მაშინ 142.91 მლრდ აშშ დოლარი იყო.
შეგახსენებთ, 17 აპრილს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 46%-მდე გაზარდა.